კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელორ ვაჩნაძე: „ღარიბაშვილი ხარკს მახდევინებს, საქართველოში რომ ვცხოვრობ“

4 აპრილი, 2013

29 მარტს გურჯაანის სასამართლომ ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას ბრალი 173–ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც 90 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ან 400 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

ვაჩნაძე 28 მარტს საღამოს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში დააკავეს. ამ ფაქტს ესწრებოდა ლაგოდეხის პოლიციის  უფროსი გიორგი კლიმიაშვილი. როგორც მან სასამართლო პროცეზე განაცხადა ვაჩნაძე მისი და პოლიციის სხვა თანამშრომლების მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო, აგინებდა და მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა.

ვაჩნაძემ  ბრალდება უარყო. მისი თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და  ეს ფაქტი უკავშირდება 14  მარტს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას .

„ბოლო ორი კვირის მანძილზე უკვე 2000 ლარის ჯარიმები დამიწერეს. ღარიბაშვილი ხარკს მახდევინებს საქართველოში რომ ვცხოვრობ“, – აღნიშნა ბრალდებულმა ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი არ იყო მომხრე 8 თებერვლის ამბების შემდეგ მელორ ვაჩნაძე სასამართლოს 100 ლარის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახალი ამბები