კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანის დასახლება - უსახლკაროდ დარჩენილები და ცოცხლად დამარხვის საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახები

11 აპრილი, 2013

მანონ ბოკუჩავა,
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლება საზოგადოების ყურადღების ცენტრში 11 მარტს აღმოჩნდა. ხუთსართული № 8 კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილზე არავინ დაშავებულა, მაგრამ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მისი მაცხოვრებლები უსახლკაროდ დარჩნენ.

დავინტერესდით ნგრევიდან ერთი თვის თავზე, როგორ იზრუნა სახელმწიფომ დაზარალებულ მოქალაქეებზე. ასევე, ჩვენი ინტერესის საგანს  წარმოადგენდა, თუ რა მდგომარეობაშია  აღნიშნული კორპუსის მსგავსი  სხვა კორპუსები გარშემო, სადაც ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.

ჩამონგრეული კორპუსის წინ სამხედრო კარავი დაგვხვდა. კარავში შესვლამდე ნანგრევების გადაღება დავიწეთ და მოულოდნელად კორპუსის დარჩენილმა ნაწილმაც ნგრევა დაიწყო. ხმაურზე კარავიდან მოქალაქეები გამოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ შენობის ნგრევის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად - მამაკაცები  ღამეს კარავში ათევენ.

„ჩვენ დასახლებაში, უკვე დანგრეული კორპუსის მსგავსად, 12 ავარიული შენობაა. ყველგან ახლა ოჯახები ცხოვრობენ და ეს დიდი რისკია მათთის. რაც შეგვეხება ჩვენ, ველით ალტერნატიულ ფართებს, ყველას ვთხოვთ ყურადღებას. აქ, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ვართ შეკრებილი. მე დევნილი ვარ და ჩემმა სამინისტრომ 500 ლარი მომცა, მაგრამ რეალური საჭიროება მაინც საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ბესიკ მოლაშხია.

ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაზე საუბრობს ნუნუ ვართანიანი: „მეზობლის სახლს ვაფარებ თავს. გათენდება, თუ არა მერიდება და გამოვდივარ, ვზაივარ ამ კარავში. ჩემი ავადმყოფობის გამო ძვირადღირებული წამლები მჭირდება. მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პასუხი არ მიგვიღია. ასეთ დროს, ადამიანებს დროული ყურადღება და დახმარება სჭირდებათ.  არ ვიცით რა ვქნათ, არც საცხოვრებელს გვთავაზობენ რაიმეს რეალურს  და არც ყურადღებას  გვაქცევენ“.

ჩამოგრეული კორპუსის მოსახლეობა საკუთარ გასაჭირთან ერთად ითხოვს ყურადღება მიექცეს მათ გვერდით მდგარ კორპუსებსაც. №9 კორპუსს ადგილობრივების თანხლებით ვათვალიერებთ. სარდაფი  გაუმართავი კანალიზაციის სისტემის  გამო დატბორილია. შენობას,  წლებია, სახურავი აქვს დაზიანებული და ჩამოსული წლის კვალი 5-4 სართულის კედლებზეა ასახული.

ორი შვილის დედა თეა პაპიაშვილი ამბობს, რომ შენობაში სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ცხოვრება, რადგან სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. კორპუსიის ზედა სართულის ბინებში გვაჩვენებენ კედელზე მიმდგარ კარადას, სადაც ჭურჭელია დამსხვრეული. გვიხსნიან, რომ ღამით კედლების მოძრაობის გამო მინის თარო ჩამოვარდა და ჭურჭელი დაიმტვრა. ეს კორპუსი უკვე  ჩამონგრეული № 8 კორპუსისი გვერდით დგას. დღეს იქ 20 ოჯახი ცხოვრობს. ზრდიან მცირეწლოვან ბავშვებს...

გარდაბნის მუნიციპლაიტეტში ტრადიციულად  კომენტარს „მოუცლელობის გამო“ არ აკეთებს საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი. რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი კი აცხადებს, რომ გამგეობის საქმეში ყველა სამსახურია  ჩართული. მუნიციპალიტეტში გვიხსნიან, რომ პრობლემას  ბევრი გარემოება ქმნის, პირველი კი ისაა, რომ ჩამონგრეული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ასევე, ადგილზე რეგისტრირებული არ არის მოქალეების ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდა.

„თავიდან, როცა ჩამოინგრა შენობა, გვყავდა 4 ოჯახი, რომელიც იმ მომენტში ცხოვრობდა შენობაში. შემდეგში მათი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ვინმე სარგებლობს მომენტით, მაგრამ საჭიროა ზუსტი სიების შედგენა.

რაც შეეხება გვერდითა კორპუსებს, ეს თემა  ძალიან მაღელვებს და  მივმართავ ყველა შესაბამის უწებას, რომ შემოწმდეს ამ კოპუსების მდგომარეობა, რათა არ მოხდეს უბედურება. მე პირადად დეტალურად დავათვალიერე ეს კორპუსები და ვფიქრობ,   იქ ხალხის გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ცხადია, ეს შემოწმება შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმაც უნდა ჩაატარონ“, - ამბობს გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი. მისი თქმით, დაზარებული 4 ოჯახი ამ დღეებში დროებით საცხოვრებელს მიიღებს. დანარჩენ ოჯახებს კი შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებენ ალტერნატიულ ვარიანტებს. 

კითხვაზე - ერთი თვის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა სიების დაზუსტება და კონკრეტული შედეგებზე გასვლა,  გვპასუხობს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩამონგრევის დროს მე არ ვიყავი ამ თანამდებობაზე და სულ 14 დღეა, რაც გამგებლის მოვალეობას ვასრულებ -ვიღებ თქვენ შენიშვნას და გარწმუნებთ, რომ დღეს ყველა სამსახური ვაზიანის პრობლემაზე მუშაობს“.

ფოტორეპორტაჟი იხილეთ kkpress.ge-ს facebook-ის გვერდზე.

ახალი ამბები