კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა მისი უდანაშაულობა დაადასტურეს

15 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

დაცვის მხარის განცხადებით,   იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიას და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სასამართლო სხდომაზე დაიკითხული მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას.  ბრალდების მხარე კი, აცხადებს, რომ მათი მოწმეები სწორედ  ბრალდებულთა დანაშაულს ადასტურებენ.

11 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის, კახაბერ დამენიას, დევი კანდელაკის, გიორგი ნემსიწვერიძისა, იზაბელა ქურთიძისა და აშოტ მამუკიანის საქმესთან დაკავშირებით  ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა.

სხდომაზე თავდაპირველად დაიკითხა „თელასის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დოიჯაშვილი, რომელსაც „თელასსა“ და  შ.პ.ს. „L & M სერვისს” შორის დადებული  ხელშეკრულების შეხებ დაუსვეს კითხვები.   ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული ხელშეკრულება კანონდარღვევით იყო გაფორმებული და ფულის გათეთრებას ემსახურებოდა. 

სხდომაზე ასევე დაიკითხა ორი მოწმე, რომელთაც განაცხადეს, რომ  საკუთარი სურვილით და ფინანსური მოგების მიღების მიზნით დააფუძნეს ფირმები, თუმცა შემდგომ არავითარი საქმიანობა არ უწარმოებიათ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოწმეებს ფირმების დარეგისტრირებაში ერთი და იგივე პიროვნება დაეხმარა. ბრალდების მხარის განცხადებით, მოგვიანებით  ამ ფირმებსა და „L & M სერვისს” შორის ფინანსური ხელშეკრულებები იყო გაფორმებული, თუმცა მფლობელები თავიანთ მონაწილეობას ამ საქმეში არ ადასტურებენ.

დაცვის მხარის თქმით, არცერთ მოწმეს რაიმე ღირებული ჩვენება არ მიუცია და მათი ჩვენებები არ ადასტურებს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას.  ნიკა გვარამიას ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით,  მოწმეებს არავითარი ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ არ უსაუბრიათ, რომელიც ბრალდებას რამენაირად მხარს დაუჭერდა.

„მოწმეებმა დაადასტურებს  მხოლოდ ის, რომ  ჩვენ არავითარი შემხებლობა და პირადი დაინტერესება ამ საქმესთან არა გვაქვს.  აბსოლიტურად  გამორიცხულია, რომ ამ ქმედებებში რაიმე სამართლადარღვევის ნიშნები ყოფილიყო. ეს იყო ჩვეულებრივი კონტრაქტი  და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა  თვითონ   თელასის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან და იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ საქმეში ტექნიკურად მონაწილეობას იღებდა.“ -  განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ.

როგორც ბრალდების მხარე  აცხადებს, დაკითხული მოწმეები ადასტურებენ გარკვეულ დეტალებს დანაშაულთან დაკავშირებით. პროკურორის განცხადებით, მოწმეეთა ჩვენებები ადასტურებენ გარემოებებს, რომ არსებობს სამი ხელშეკრულება, რომელთა გაფორმებაც მომდინარეობს ერთი და იგივე პიროვნებისგან; ასევე, ერთ დღეს დაფუძნდა 3 ფირმა, რომელთა დაფუძნებაში მონაწილეობას ერთი და იგივე პიროვნება იღებდა და ეს მოხდა ნიკა გვარამიას დავალებით.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ცრუ მეწარმეობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში,   ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი.

ახალი ამბები