კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ვიზიტი ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

18 აპრილი, 2013
 
2013 წლის 17 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და გაესაუბრა პატიმრებსა და დაწესებულების ადმინისტრაციას. 

სახალხო დამცველის განცხადებით, დაწესებულებაში რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით. თუმცა, იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედევად იმისა, რომ ამჟამად დაწესებულებაში მხოლოდ 156 პატიმარი იმყოფება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დაუშვებელია ამ პირობებში მათი დატოვება.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახალი საპატიმროს მშენებლობა სამეგრელოს ტერიტორიაზე, რადგან ახალი საპატიმროს სხვა რეგიონში აშენება პრობლემებს შეუქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს. 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უახლოეს პერიოდში გადაჭრას ზუგდიდის #4 დაწესებულების პრობლემა, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებში მოიხადოს სასჯელი.

Ombudsman.ge

ახალი ამბები