16:29, Friday, 29.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხატიაშვილის შეფასებით, ადვოკატ გაბაიძეზე ძალადობა განხორციელდა, რაც დაუშვებელია

19.04.2013
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, ადვოკატ გოგიტა გაბაიძეზე ძალადობა განხორციელდა, რაც დაუშვებელია.
 
ამის შესახებ ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"სააკაშვილის რეჟიმის  მმართველობის  ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ადვოკატთა კორპუსი დაზარალდა. 157 ადვოკატი გაასამართლეს. ხდებოდა ზეწოლის ფაქტები ადვოკატებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რათა ადვოკატებს უარი ეთქვათ თავისი პროფესიული ვალდებულებების შესრულებაზე. მიმდინარეობდა ადვოკატების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ ადამიანის უფლებადამცავმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საადვოკატო საქმიანობა საქართველოში შეაფასეს, როგორც რისკის სფერო. როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ წარმატებით აიტაცა წინა ხელისუფლებისაგან ადვოკატების დევნა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პრაქტიკა, რაც აღმაშფოთებელია და გაუგონარი ფაქტია სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მხრიდან. 11 აპრილს განხორციელდა ძალადობა ადვოკატ გოგიტა გაბაიძეთან მიმართებაში. 2013 წლის 11 აპრილს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე მივიდა ფინანსური პოლიციის განყოფილებაში საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ადვოკატს ჩააბარებინეს  ორივე მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ, იქ მყოფმა ფორმიანმა პიროვნებამ მოსთხოვა ადვოკატს მოეხსნა საათი, ბეჭდები და სამაჯური. ასევე, ადვოკატს მოსთხოვეს ფეხზე გახდა და მოუნდომეს გაჩხრეკვა. ესეც არ იკმარეს და ადვოკატის შემოწმებას აპარატურის გამოყენებით შეეცადნენ. როდესაც გაოგნებულმა ადვოკატმა იკითხა, თუ რატომ ხდებოდა ამგვარი უკანონობა,  მათ გოგიტა გაბაიძეს უთხრეს, რომ ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული. უკანონო მოპყრობით ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს ხელი შეუშალეს თავისი საადვოკატო უფლებამოსილების შესრულებაში.  ადვოკატი  იძულებული  გახდა ფინანსური პოლიციის შენობა დაეტოვებინა. შევახსენებ ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფ ახალ ხელისუფლებას, რომ ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება გაერო-ს დადგენილებას ადვოკატის როლის შესახებ გაერთიანებული ერების ძირითად პრინციპებს ადვოკატის როლთან დაკავშირებით (1990): რითაც ხელმძღვანელობს მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში. მუხლი 16 მიუთითებს, რომ "ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე; (ბ) აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ და გაუწიონ კონსულტაცია თავიანთ კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც; (გ) არ განიცდიან და არ ემუქრებათ სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული, ეკონომიკური ან სხვა სანქციები აღიარებული პროფესიული მოვალეობების, სტანდარტების და ეთიკის შესაბამისად მოქმედებისას". და ბოლოს, მინდა, აღვნიშნო, რომ სააკაშვილს და მის ჩინოვნიკებს თავიდანვე არ დაუწყიათ ის უკანონობების კასკადი, რაც მათ შემდგომ ჩაიდინეს. ხადურის ან მისი უწყების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში. ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს ნოდარ ხადურს, გონს მოვიდეს და ადვოკატებს ხელი არ შეუშალოს უფლებამოსილების განხორცილებაში, რაც ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. ადვოკატთა ასოციაცია საჩივრით მიმართავს მთავარ პროკურორს და მოითხოვს იმ პირის დასჯას, ვინც გასცა ბრძანება ადვოკატის უფებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC