22:49, Wednesday, 03.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გვარამიას სასამართლო პროცესზე „თელასის“ თანამშრომლები დაიკითხნენ

25.04.2013

სალომე აჩბა

ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესზე თელასის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც „ L & M - სერვისსა“ და თელასს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.

ყოფილ იუსტიციისა  და განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას ბრალი ქრთამის აღებაში დახმარებისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ყალბი საგადასახო დოკუმენტაციის გამოყენებაში ედება. მასთან ერთად ბრალდებულ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს კი, ქრთამის აღებაში, უკანონო შემოსავლების  ლეგალიზაციასა  და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებიან. მათთან ერთად, იმავე საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, „თელასს“ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და სახელმწიფოს რომ „თელასი“ ფინანსურად შეემოწმებინა, კომპანიას სახელმწიფოსთვის დაახლოებით 10 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა, რაც ფაქტობრივად, „თელასის“ გაკოტრებას გამოიწვევდა.კომპანია „თელასის“ იმდროინდელმა ხელმძღვანელმა  დევი კანდელაკმა ალექსანდრე ხეთაგურს კომპანიაში არსებული ფინანსური დარღვევების გამო დახმარება და სამსახურებრივი მფარველობა სთხოვა.

„2012 წელს ხეთაგურმა მიიღო შეთავაზება, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა, რის სანაცვლოდაც 1 მილიონ ლარს მიიღებდა. ქრთამის აღების საქმეში ნიკა გვარამიაც ჩაერთო. ფულის „გათეთრების“ მიზნით, ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ გაწეული კონსულტაციის ანაზღაურება.

გვარამიამ დაითანხმა საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირი, გიორგი ნემსიწვერიძე, რომ მისი სახელით შექმნილიყო საკუნსულტაციო ორგანიზაცია „ L  & M - სერვისი“  , რომლის სახელზეც 1 მილიონი ლარი დაირიცხებოდა. ორგანიზაცია  26 ივლისს დაარსდა და თანხაც მის ანგარიშზე მალევე ჩაირიცხა. ბრალდებულებმა სწორედ ამ სქემით გაათეთრეს ფული“ - აღნიშნა ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში.

პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმე პირებმა დაადასტურეს რომ  „ L & M - სერვისთან“  თელასმა მართლაც გააფრომა ხელშეკრულება და 500 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა ეს თანხა ნემსიწვერიძის კომპანიამ მის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისთვის მიიღო:

„L & M - სერვისმა“- კომპანიის ფინანსური და საგადასახადო რისკები შეისწავლა, რისთვისაც მან 500 ათასი ლარი მიიღო. ვფიქრობ, მათ მიერ შერსულებული სამუშაო თანაზომიერი იყო, გადახდილი თანხისა“ - განაცხადა „თელასის“ საფინანსო სამსახურის თანმშრომელმა კახა ხარებავამ.

თელასის შესყიდვებისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ კალაძის თქმით, „L & M “- ის  საკონსულტაციო მომსახურების შეძენა, თელასის წლიურ გეგმაში არ შედიოდა. როგორც მისი ჩვენებიდან გაირკვა, „თელასში“  „L & M “ -ის მომსახურების შეძენა შიდა-პროცედუალური დარღვევბით მოხდა.

„როცა რაიმე სახის შესყიდვა 20-ათას ლარს აღემატება, საკითხი ჩვენი დეპარტამენტის სხდომაზე გადის ხოლმე. „L & M “- ის საკითხი სხდომაზე არ გასულმა, მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვა 20-ათას ლარს აღემატებოდა. ამ საკითხზე თელასის გენერალურმა დირექტორმა დამიბარა და მკითხა, იყო თუ არა „L & M “ -ის მომსახურების შესყიდვის საკითხი სხდომაზე განხილული, მე მას ვუთხარი რომ ჩვენამდე ეს საკითხი არ მოსულა. მან მითხრა რომ საკითხი გამორჩენილი იყო და პროცედუალურად უნდა გაგვესწორებინა. მიუხედავად იმისა რომ ამ საკითხზე სხდომა არ ჩატარებულა,  შევადგინეთ სხდომის ოქმი და სხდომის წევრებს უკანა თარიღით მოვაწერინე ხელი. რეალურად, იმისთვის, რომ ხარვეზი გამოგვესწორებინა და „ინტერრაოსთან“ პრობლემა არ შეგვქმნოდა, ჩვენი შიდა- პროცედურა დავარღვიეთ“ - განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მარიამ კალაძემ.

მისივე განმარტებით,  ზემოხსენებულ სხდომის ოქმს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, ის უბრალოდ შიდა მოხმარების დოკუმენტია. გარდა ამისა, კომისია, რომელიც შესყიდვების საჭიროებაზე მსჯელობს, უფრო ფორმალური ხასიათისაა. თუკი რომელიმე შესყიდვაზე  კომისია უარს იტყვის, თელასის დებულების მიხედვით, ამ შესყიდვის განხორციელების უფლება გენერალურ დირექტორს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მაინც შეუძლია.

„რეალურად, კომისია საკონსულტაციო ორგანოა და  შექმნილია იმისთვის, რომ გენერალურ დირექტორს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხი გაუმარტივოს. ყველა შესყიდვაზე გენერალური დირექტორი ხომ ვერ იმსჯელებს? თუკი კომისია რომელიმე შესყიდვაზე უარს იტყვის, გენერალურ დირექტორს, ამის მიუხედავადაც შეუძლია ამ შესყიდვის განხორციელება.“ - აღნიშნა კალაძემ.

თავად ბრალდებულები კი, ამბობენ რომ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები ბრალდებულების სასრაგებლოდ მოქმედებს და პროკურატურის ბრალდება დაუსაბუთებელია.  ამ საქმის შემდეგი სასამართლო განხილვა 26 აპრილსაა ჩანიშნული.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC