კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკოს გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს 5ათასი ლარი უკან დაუბრუნდებათ

30 აპრილი, 2013

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მოწერილი წერილის თანახმად, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ  მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იყვნენ წარდგენული, 5000-ლარიანი დეპოზიტი უკან დაუბრუნდება. აღნიშნული თანხა, დეპუტატობის კანდიდატებმა, კანონის მოთხოვნით, ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე არჩევნებში დარეგისტრირებისას შეიტანეს.

ცესკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 11 აპრილს დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მირ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი „ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადდა განკარგულება, რომლის თანახმად, ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 5000 ლარი უნდა შეეტანა, უკან კი ეს თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდათ, თუკი არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 10%-ს მიიღებდნენ.

აღნიშნულ მოთხოვნას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის, კერძოდ - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ. ამგვარი სავალდებულო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენი სხვა ისეთი საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, როგორიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია, რომ ამგვარი მიდგომა არღვევდა, კანონის წინაშე სამართლიანი თანასწორობის პრინციპს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით არის  გათვალისწინებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 22 აპრილს წერილობით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც ითხოვდა, ეცნობებინა, როგორ აისახებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე   და დაუბრუნდებოდათ თუ არა მათ თანხა უკან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საპასუხო წერილის თანახმად, ცესკოსმ 2013 წლის 25 აპრილს მიიღო განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, უნდა მოხდეს 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 5 ათასი ლარის დაბრუნება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები