კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა დეპუტატთა კითხვებს უპასუხა

1 მაისი, 2013

ინტერპრესნიუსი

30 აპრილს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.

დასწაყისში, უჩა ნანუაშვილმა დეპუტატებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან და ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებეის შესახებ არსებული ინფრომაციები მიაწოდა. ნანუშავილის განმარტებით, ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოპოვებული მტკიცებულებები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

„ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს. საქმეში არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ჩეჩენ მებრძოლებზე შსს-ს მიერ მოხდა მართვის მოწმობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის გაცემა. ასევე, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ეთნიკურად ჩეჩნები საქართველოს პასპორტებს უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოების საშუალებით იღებდნენ. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადსხვაობაა, რის გამოც კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ეს მოქალაქეები, ეთნიკურად ჩეჩნები საქართველოს პასპორტსებს საელჩოების გამოყენებით იღებდნენ. ეს არის გამოსაძიებელი და უნდა დადგინდეს კონკრეტული მიზანი - რა იყო ამის უკან. ამ მოვლენას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან საუბარია სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის, ასევე თენგიზ გუნავას საქმეებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარღვევების შესწავლა მიმდინარეობს.

"ჩვენ კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართვას ვგეგმავთ, სადაც ვისაუბრებთ სხვა პროცედურების დარღვევებზე, ჩვენი წარმომადგენლები სასამართლო სხდომებს ესწრებიან და უფრო დეტალურად სწავლობენ ამ საქმეებს", – განაცხადა ნანუაშვილმა.

დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა სახალხო დამცველს გუნავას საქმეში არსებულ დარღვევებზე შეკითხვა დაუსვა.

„მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რას ნიშნავს, როცა გუნავას საქმეზე შსს-მ განაცხადა, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ გუნავას ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკები, თუმცა ამას ვერ უმტკიცებენ და შეწყდა საქმე. არის თუ არა ეს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა?“ – განაცხადა მინაშვილმა.

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აღნიშნული საქმეების შესწავლას და, როდესაც ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია, ამის შემდეგ მოხდება უფრო მეტი დასკვნების გაკეთება.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი სახალხო დამცველს ახალაის საქმესთან დაკავშირებით მის ანგარიშში მოხსენიებული დარღვევების შესახებ დოკუმენტის დასაბუთება სთხოვა.

„თქვენ დასკვნაში ამბობთ, რომ ახალაიას საქმის მოწმეებს ერთი და იგივე პირი კითხავდა სხვა ხელმოწერით. რა დოკუმენტზე დაყრდნობით არის ეს, რის საფუძველზე მოხდა დასკვნის გამოტანა“, – დაინტერესდა ბესელია. ნანუაშვილმა მას უპასუხა, რომ მისი დასკვნა დაცვის მხარის ადვოკატის მიერ მოწოდებულ მასალებს ეყრდნობა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით 18 აპრილსაც გამოვიდა და დეპუტატებს ანგარიშის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ციხეებში განვითარებულ მოვლენებს, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება.

ახალი ამბები