კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამ დროისთვის ყველა მანიფესტანტი გათავისუფლებულია

2 მაისი, 2013

ამ ეტაპზე 1 მაისისადმი მიძღვნილ მანიფესტაციაში დაკავებული ყველა მონაწილე გათავისუფლებულია ხელწერილით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“–ის მიერ ორგანიზებული მანიფესტაციის დროს დააკავეს „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი, ზვიად  ხუჯაძე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ჟურნალ „ლიბერალის“ რეპორტიორი ანი ჭანკოტაძე, რომელიც მანისფესტაციის ერთ–ერთი მონაწილე იყო და „ლიბერალის“ რედაქტორის, შორენა შავერდაშვილის თქმით, ამიტომ მას  არ აშუქებდა.

ზვიად ხუჯაძე, „მეცხრე არხის“ ეთერში მისი დაკავების ფაქტს იხსენებს:„დავინახე რომ პოლიცია ცემდა ერთ–ერთ დემონსტრანტს, მივედი და ვუთხარი რატომ ცემთო. დამინახეს, რომ მიკროფონი მეჭირა ხელში და მისი წართმევა სცადეს. გავუძალიანდი, ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მაინც წამართვეს მიკროფონი, წამიყვანეს და ჩამსვეს მანქანაში“ . ხუჯაძე ამბობს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განყოფილებაში არ ყოფილა.

„ლიბერალის“ ინფორმაციით, სამართალდავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის ჟურნალისტს, თინა ყიფშიძეს.

მანიფესტაციის დროს დააკავეს აქციის 20–მდე მონაწილე.

„სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა  საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. აქციის მსველელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის და რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები  სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც  მოხდა კანონის ფარგლებში  მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება“– განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინციდენზე შსს–ს ცნობით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. 

თამარ ფარადაშვილი, Media.ge

ახალი ამბები