კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

2 მაისი, 2013

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ მან საკუთარი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა, სანამ არ დასრულდება გამოძიება მისი სამინისტროს და სახელმწიფო  შ.პ.ს. "მექანიზატორის" რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომლებიც 2.5 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

„ვთხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ ანუ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე“, - განაცხადა კირვალიძემ 2 მაისს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 მაისს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დაკავეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მექანიზატორის“ მაღალი თანამდებობის პირები. ამავე ინფორმაციის თანახმად, თანხები სასოფლო-სამეურნეო  ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენის დროს იქნა გაფლანგული იმ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გლეხებისთვის სასოფლო–სამეურნეო სავარგულების დამუშავებაში დახმარებას ითვალისწინებს.

შსს–ის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე; სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე; შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა.

„მხილებულმა პირებმა  დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე  ექსპერტთა ჯგუფზე,  რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები