კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეზონანსის“ ჟურნალისტები ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

14 მაისი, 2013

www.media.ge

გაზეთი „რეზონანსი“ 13 მაისის ნომერში გაზეთის ჟურნალისტებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის მიმდინარე დავაზე წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიამ და ცესკომ „რეზონანსის“ ჟურნალისტების განცხადება არ დააკმაყოფილა. ჟურნალისტები ოქმის შედგენას ითხოვდნენ იმ პირების მიმართ, რომლებმაც კორესპონდენტებს 27 აპრილს შუალედურ არჩევნებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

„რეზონანსის“ ცნობით 27 აპრილს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ნაძალადევის რაიონში, 24-ე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე „რეზონანსის“ კორესპონდენტებს უბანზე ყოფნის უფლებისა და შესაბამისი მოწმობის მქონე პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტებმა იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 91-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვეს.

ამ მოთხოვნით მათ ჯერ N9 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, შემდეგ კი 10 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ ცესკოში განუმარტეს, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა უბნის გარეთ, რის გამოც ადმინისტრაციული საჩივარი ვერ შედგებოდა.

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციის მიხედვით, ცესკოში გამართულ სხდომაზე „რეზონანსის“ ჟურნალისტების ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთევან კრაწაშვილი არ დაუშვეს.

„რეზონანსი“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

ახალი ამბები