კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს

17 მაისი, 2013
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც კომისიის წევრის პოზიციას ინარჩუნებს,  2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე პრემიის სახით 83 ათას 823 ლარი მიიღო. ეს ინფორმაცია კომისიამ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) მიაწოდა.   

ასევე IDFI-ისთვის გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა რომ კომისიის წევრებმა სოფო ბრიტანჩუკმა, ირაკლი მოსეშვილმა და კარლო კვიტაიშვილმა კი პრემიის სახით 63 ათას 847 ლარი მიიღეს. შედარებით ნაკლები 55 ათას 941 ლარი გადაერიცხა კომისიის კიდევ ერთ წევრს, აკაკი სიხარულიძეს.

კომისიის წევრების სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად დაახლოებით 13 ათასი ლარია. საერთო ჯამში 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრებზე ერთობლივად გაცემულია 331 307,5 ლარის ოდენობის პრემია. დროის ამავე მონაკვეთში, კომისიის აპარატის 108 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ  1 266 564,19 ლარი შეადგინა.

IDFI მის ხელთ არსებული ინფრომაციით და სახელფასო ფონდიდან კოეფიციენტების საშუალებით ხელფასების გადანაწილების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აქვეყნებს იმ სავარაუდო შემოსავლებსაც, რომლებიც მიიღეს კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა 2012 წელს და 2013 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში.

კომისიის ბიუჯეტის თანახმად, 2012 წელს პრემირების ფონდისთვის განსაზღვრული იყო 191 050 ლარი, ხოლო 2013 წლისათვის განსაზღვრულია 235 050 ლარი.

„როგორც ჩანს კომისიის მიერ წლის დასასრულს რეალურად მიღებული შემოსავლები ყოველთვის აჭარბებს წლის დასაწყისში დაგეგმილ შემოსავლებს, რაც განაპირობებს პრემირების ფონდის ზრდას.  ვინაიდან 2012 – 2013 წლებში ერთობლივად დაგეგმილ პრემირების ფონდს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება 2012 წელს და 2013 წლის პირველ  სამ თვეში გაცემული პრემიის ოდენობა“, - აღნიშულია IDFI-ის მიერ მომზადებულ მასალაში.

ნატა ძველიშვილი, media.ge

ახალი ამბები