კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

17 მაისი, 2013
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი 

14 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა მორიგი  სხდომა კუდ–ის კახეთის  სამმრთველოს ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილის და მისი მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით. პროცესზე დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი   გიორგი გიორგელაშვილი. მან სასამართლოს დაუდასტურა, რომ 2011 წელს ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ნამდვილად შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები  მისი უფროსებისთვის. მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ გადასცა მეგუთნიშვილმა მას გარკევეული თანხა, რომელიც შემდეგ სამსახურში, ლალიაშვილთან მიიტანა.
 
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე სამართალდამცავებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით დავით ლორთქიფანიძემ თავის უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად, სოფელ წინანდალში მცხოვრებ ბიზნესმენ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" და ორი "ტოიოტა კამრი" შეუძინა. პროკურატურა ლორთქიფანიძეს და ლალიაშვილს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვაისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსიელების გადამეტებას გულისხმობს და 5–დან 8–წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს, ხოლო ზურაბ ლალიაშვილი, ოფიციალური ინფორმაციით, მომალვაში იმყოფება. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 2013 წლის 22 მაისს, 12 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები