კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდათ

7 მაისი, 2013

სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2.5 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში ბრალდებული რვა პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მაისს შვიდ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთ მათგანს  5 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.

„სასამართლომ მიიჩნია რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არსებობს ბრალდებულთა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის  საფრთხე“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-რელიზში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასთან დაკავშირებულ აგრარული პროფილის უწყებებში მომუშავე თანამდებობის პირები პოლიციამ 1 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით დააკავა. საუბარია თანხის გაფლანგვაზე ტრაქტორებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო აგრეგატის შეძენის დროს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ამ ფაქტის გამო თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. მისი თქმით, მან უფლებამოსილების დროებით შეჩერება ითხოვა მანამ, სანამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვევა.

კირვალიძის ამ ნაბიჯს მიესალმა კოლეგა მინისტრების დიდი ნაწილი, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე გაბედულ გადაწყვეტილებას.

www.civil.ge 

ახალი ამბები