კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეგის ქარდავას სამხედრო მაღალჩინოსნის წამებაში დასდეს ბრალი

22 მაისი, 2013

სალომე ჩხეიძე

მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 12 პირის სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოადგინა.  საქმის ყველაზე რეზონანსული ეპიზოდი ერთ-ერთი სამხედრო ოფიცრის წამებას შეეხება. (ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, არ ასახელებს წამების მსხვერპლის სახელსა და გვარს).

პროკურორის განცხადებით, 2011 წლის  17 სექტემბერს სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ოფიცერი  ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს. ბრალდების მხარის თქმით, ქარდავასგან  ალექსანდრე მუხაძემ, ვიქტორ ყაჭეიშვილმა და სერგო ბიწაძემ ოფიცრის წამების დავალება მიიღეს, რა გზითაც მისგან ჯაშუშობის აღიარება უნდა მიეღოთ.

„აღნიშნულმა პირებმა მე-8 საპყრობილის ორ არატრადიციული ორიენტაციის პატიმარს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის  წამება დაავალეს. კარანტინის ოთახში სასტიკი ცემისა და წამების შემდეგ  პატიმრებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ ყოფილ სამხედროსთან დაამყარეს გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი.  წამების პროცესში ის ცუდად გახდა  და  გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. როგორც ბრალდება აცხადებს, აღნიშნული პატიმრები სისტემატურად ასრულებდნენ ადმინისტრაციისგან მიღებულ მსგავსი ტიპის დავალებებს.  მათ ბრალი უკვე აღიარეს და საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხებიან.“ - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორმა მეგის ქარდავას ბრალი წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებაში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებასა და  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდო.

მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებას ასეთი მძიმე ბრალის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია და ეს საქმის არსებითი განხილვისას გამოვლინდება.

„იმ ორმა პატიმარმა,  რომლებმაც აღიარეს, თითქოს მიიღეს ყოფილი სამხედრო  წამებისა დავალება, შესაძლოა დაიბრალეს კიდევაც აღნიშნული, რათა საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო და ადვილად დაეძვრინათ თავი.“ -  განაცხადა ველიჯანაშივლმა.

ახალი ამბები