კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში

21 მაისი, 2013

18 მაისს, საღამოს, ბათუმში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოვლენილი ძალადობა დაგმეს. თეატრალიზებულ აქციაზე, პროტესტის ნიშნად საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები წაიკითხეს, რომლებიც ადამიანის უფლებებს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა.

ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“: „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, სიტყვისა და გამოხატვის უფლება და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის მექანიზმები, რომ მოქალაქეებმა შეძლონ ამ უფლებების რეალიზება“.

გიორგი ქათამაძე, ბათუმის მკვიდრი: „ამ ქვეყანაში მთავარი კანონმდებლობაა კონსტიტუცია და ჩვენ სახელმწიფოს თანხას იმისთვის ვუხდით, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იყოს დაცული“.  

აქციის მიმდინარეობის პარალელურად, დიდ ეკრანზე თბილისში, 17 მაისს განვითარებული მოვლენების ამსახველი კარდები აჩვენეს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები