კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორ სასულიერო პირს 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ბრალი წაეყენა

23 მაისი, 2013
 
ორ სასულიერო პირს 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით წაეყენა ბრალი მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, აცხადებს შსს 23 მაისს.

კერძოდ, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას მიმართ, შსს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს მუხლის ეხება შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ასევე 4 სამოქალაქო პირი, რომლებიც სასამართლომ 21 მაისს ხულიგნობის გამო 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები