კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

29 მაისი, 2013
 
დასეტყვილი ვენახები, განადგურებული ხეხილი და ბოსტნეული, ჩახერგილი  ცენტრალური მაგისტრალები-ასე გამოიყურება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 14 მაისს მოსული ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად. სოფლებში - ჭანდარი, ვეჯინი, ბაკურციხე, კოლაგი და ძირკოკი სტიქიამ თითქმის ასი პროცენტით გაანადგურა მოსავალი. ათასამდე ოჯახს არ მიეწოდება სასმელი წყალი, წვიმამ ათეულობით სახლი და ეზო დატბორა. ასევე დაზიანებულია გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, შეკეთებას საჭიროებს რამდენინე სათაო ნაგებობა ქალაქ გურჯაანშიც. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი ქარი, რამაც შედეგები უფრო სავალალო გახადა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. 

"ხესაც კი აღარ აქვს ფოთოლი, 51 წლის კაცი ვარ და ასეთი რაღაც არ მახსოვს, რომ მომხდარიყოს. ჩემი თავი იანვარში მგონია. ამ მოსავლის იმედზე ვიყავით და მშივრები დავრჩით,  საერთოდ. ზამთარში რა გვეშველება არ ვიცი " - განაცხადა სოფელ ბაკურციხის მკვიდრმა სერგო დარჩიაშვილმა. 

სტიიქის ზონაში იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

გალეგაშვილის განცხადებით მთავრობის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არის ის, რომ დასეტყვილი ვენახები და ხეხილი  შეიწამლოს სპეციალური პრეპარატებით, რომელიც საშუალებას მისცემს გლეხს,  გახმობისგან გადაარჩინოს ისინი. შემდგომში უკვე შემუშავდება რაიმე ფორმულა, რის მიხედვითაც მოხდება მოსახლეობის დახმარება. 

სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურულმა ზიანმა 392 000 ლარი შეადგინა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყოფა ადგილობრივ თვითმართველობებს, იმისთვის რომ მოხდეს ზიანის აღმოფხვრა. ეს ეხება როგორც ხევების გაწმენდას, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და გზის მოსწორებას. 

მიხეილ მამალაშვილი,  კახეთი

ახალი ამბები