კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ბრიფინგს არ დაასწრეს

30 მაისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ტრადიციულ პრეკონფერენციაზე დასასწრებად არ შეუშვეს. 

„ბრიფინგი 12 საათზე იწყებოდა. დაცვამ არ შემიშვა, მითხრა, რომ ასეთი დავალება ჰქონდა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჩემთან გამოვიდა პრესსამსახურის უფროსი, მარინე კუპრეიშვილი და მითხრა, რომ რადგან დღეს სასამართლო პროცესია საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ, რომელსაც პროფესიული  ღირსების შელახვისა და პირადი შეურაცხყოფის გამო ვუჩივლე, მისთვის ჩემი ბრიფინგზე დასწრება დისკომფორტს შექმნიდა“. - ამბობს ცეცხლაძე. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. მისი განცხადებით, ბრძანება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე არ დაეშვათ, მას არ გაუცია. თუმცა იმასაც ფიქრობს, რომ რადგან აღნიშნული რადიოდან ერთი წარმომადგენელი ბრიფინგზე უკვე იმყოფებოდა, კიდევ ერთი ჟურნალისტი საჭირო არ იყო. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში კი ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებენ. 

საიას ბათუმის ოფისში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 153-154-ე მუხლის დარღვევები იკვეთება, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 

ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცეცხლაძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი _ სიტყვიერი შეურაცხყოფის აქვს შეტანილი. აღნიშნულ საქმის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა:
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლა, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების სხვადასხვა მიზეზის გამო განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება საჯარო პირის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდეს აჭარის უმაღლეს საბჭოს, მის ხელმძღვანელს და საბჭოს პრესსამსახურს, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში, არ ჩააყენონ ჟურნალისტები განსხვავებულ პირობებში ამა თუ იმ მედიასაშუალების ან ჟურნალისტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო და მისცენ მათ პრესკონფერენციებსა და სხვა ნებისმიერ საჯარო შეხვედრაზე თავისუფლად დასწრების საშუალება“ - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. 

ახალი ამბები