კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ერთად ვებრძოლოთ პროსტიტუციას“ - გონიოელთა მოთხოვნა

30 მაისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

გონიოს მოსახლეობა ხელისუფლებისაგან პროსტიტუციაზე კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს. მოსახლეობა იმასაც შიშობს, რომ გონიოში არსებული პროსტიტუციის შემთხვევების  გამო, წელს,  ტურისტები არ ეყოლებათ.  

გონიოს მოსახლეობა ორად არის გაყოფილი. ისინი ვისაც სახლები მთლიანი სეზონის განმავლობაში მიქირავებული აქვთ უცხო ქვეყნის  მოქალაქეებზე. ამ სახლებში  რესტორანი, სასტუმრო ან კლუბია გახსნილი. და ისინი, ვინც ზაფხულის სეზონის დადგომას ელოდება, კერძო ტურიზმიდან შემოსავლის მისაღებად. სწორედ, ამ უკანასკნელებმა, რამდენჯერმე გამართეს აქცია პროსტიტუციის პროტესტის ნიშნად. 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 16 დეკემბერს სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა - საქართველოს მოქალაქეები ნანა მ. და ინგა ბ. და თურქეთის მოქალაქეები ჰუსეინ ი., ომერ ქ. და ჯესურ მ. სამინისტროს ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „აღნიშნულ პირებს გონიოსა და  ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

გონიოს მოსახლეობის თქმით, რამდენიმე ერთეული პროსტიტუციის ბუნაგის აღმოფხვრით, პრობლემა არ მოგვარებულა. შესაბამისად, ადგილობრივები პროტესტს კვლავ გამოთქვამენ. 22 მაისს, მათ აქციაც გამართეს ლოზუნგით: „დაგვიბრუნეთ ღირსება“, „ერთად ვებრძოლოთ პროსტიტუციას“. ისინი გონიოს ტერიტორიაზე პროსტიტუციის შეწყვეტას ითხოვდნენ.  

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს _  პროსტიტუციის აკრძალვისათვის შესაბამისი ზომების საკანონმდებლო დონეზე გატარება და პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრა. „ამბობენ კანონი არ გვაძლევს საშუალებასო. პარლამენტი იმიტომ ავირჩიეთ რომ კანონები არ მიიღონ? თუ სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანაში პროსტიტუციის კერების არსებობა? თუკი ასე არაა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს“, აცხადებს გონიოს მკვიდრი გელა კახიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე აღნიშნავს, რომ პროსტიტუციის არსებობა არამკაცრი კანონით არის გამოწვეული: „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ტურისტული სეზონისათვის მომზადება. არის სირთულეები იმ მხრივ, რომ ჩვენი კანონი პროსტიტუციასთან დაკავშირებით არ არის მკაცრი. ბოლო დაჭერების დროს, სასამართლო დარბაზიდან მათი გათავისუფლება ჯარიმების გარეშეც კი მოხდა“.

ახალი ამბები