კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იურისტები საკანონმდებლო ცვლილების გადავადებას აპროტესტებენ

30 მაისი, 2013

 

ბათუმელი იურისტები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების გადავადებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით, 19 მაისს,სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შხვედრას რეგიონის უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს ადვოკათ\ტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილიც ესწრებოდა.

დღეს არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაცვის მხარე უფლებამოსილი არ არის სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამიღების საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებათა პაკეტით კი,რომელიც საქართველოს პარლამენტში შევიდა, გათვალისწინებული იყო ადვოკატის უფლება, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით ჩხრეკის და ამოღების ღონისძიებების თაობაზე.

ადვოკატები თვლიან, რომ ღნისნული ცვლილებით კანინმდებლობაში აღდგება სასამართლოში დაცვის და ბრალდების მხარის თანასწორობის პრინციპი. თუმცა, ამჟამად საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 111 მუხლი 2-ე ნაწილი დატოვებულის ძველი რედაქციით 2014 წლის სექტემბრამდე.

რამინ პაპიძე, იურისტი: „ ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი ვაპირებთ ერთიანი პეტიცია შევიმუშავოთ და გავუგზავნოთ როგორც საკანონმდებლი, ისევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, რატა აამოქმედოს სს საპროცესო კოდექსის 111 მუხლის 2-ე ნაწილის ახალი რედაქცია. არ მოხდეს აღნიშნული ცვლილებების გადატანა მომდევნო წლისთვის.

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი: „მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მესამე მოსმენით შეასწოროს დასვებული უზუსტობა და სს საპროცესო კოდექსის 111 მუხლის 2-ე ნაწილი საერთო წესით აამოქმედოს და დაცვას მიეცეს უფლება მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე.“


მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები