05:36, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან

31.05.2013

 
თამთა თვალავაძე

პირველ მაისს  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და   სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის დილერი კომპანიის შ.პ.ს „მექანიზატორის“  8  მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით,   „ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციამ“ გლდანის  ციხეში ბრალდებულების მონახულების შემდეგ,  განაცხადა, რომ მათ დაკითხვის დროს ფიზიკური  და სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენეს. 

დაკავებულები არიან:  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი, ომარ თედორაძე; შპს „მექანიზატორის“ დირექტორი, ვაჟა ნახუცრიშვილი; შპს „მექნიზატორის“ დირექტორის  მოადგილეები -   მამაუკა ივანიაძე და  ბესიკ თეთვაძე; კონსულტანტები -  ოთარ ქარჩავა და ზაზა მახარობლიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, თეო ურუშაძე, კომპანია “ZETOR”- ის ოფიცალური წარმომადგენელი ორგანიზაციის შპს „ ტექაგროსერვისის“ მენეჯერი,    გივი ქაიხოსროშვილი. 

დაკავებულთაგან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. ბრალდებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი www.humanrights.ge სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და დაკავებულები შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან. 

სოსო ბარათაშვილი, ბრალდებულების ადვოკატი:
  
„საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის დამფუძვნებელი “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსი“, რომელიც სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტებს  ახორცილებს.  2012 წლის შემოდგომაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა, რომ  „სოფლის  მეურნეობის  პროექტების  მართვის სააგენტოს“ უნდა შეემუშავებინა  მცირემიწიან ფერმერთა  საგაზაფხულო  სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი.   

2012 წლის დეკემბერში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბიუჯეტიდან  დაახლოებით 50 მილიონი ლარის გამოყოფა გადაწყდა. თანხის მიზნობრივად  განკარგვისათვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა  სპეციალური სამუშაო  კომისია. კომისიის  სამი სხდომის შედეგად  დადგინდა შესაძენი  ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარამეტრები. პარამეტრების დადგენის შემდეგ, სპეციალური სამუშაო კომისიის ერთ-ერთი წევრის, შ.პ.ს. „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორის,  ვაჟა ნახუცრიშვილის ბრძანებით, შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვების კომისია. 

პარამეტრების დამდგენმა კომისიამ, დაადგინა რომ ქართული ნიადაგისთვის 115 ცხენის ძალის სიმძლავრის ტრაქტორი იყო მიზანშეწონილი. ამის შემდეგ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 115 ცხენის ძალის სიმძლავრის ტრაქტორები შეიძინეს. კომისიის  სხდომების  დამთავრების შემდეგ დაიწყო გამოძიება, იმის შესახებ თუ  რატომ შეარჩია კომისიამ 115,  და არა 110 ცხენის  ძალის სიმძლავრის ტრაქტორები.  თუმცა თავად ბრალდებაც ვერ ამტკიცებს 110 ცხენის ძალის ტრაქტორების საჭიროებას. მოგვიანებით კომისიის წევრებს თანხების გაფლანგვაში დასდეს ბრალი. ბრალდების მტკიცებით, 110 ცხენის ძალის ტრაქტორებიც შესაფერისი იქნებოდა ქართული ნიადაგისთვის და საჭირო არ იყო 115 ცხენის ძალის სიმძლავრის ტრაქტორების შეძენა, რომლებიც გაცილებით უფრო ძვირი ღირდა. 

საინტერესოა ისიც, რომ კომისიაში სულ 15 წევრი იყო და მათგან მხოლოდ 6 პირი დააკავეს. გაუგებარია რითი მტკიცდება დანარჩენი 9 ადამიანის უდანაშაულობა. გამოდის რომ ეს  ადამიანები შერჩევით დააკავეს. 

-საქმეში ბრალდების მოტივად რა არის დასახელებული? 

კომისიის წევრებს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დასდეს ბრალი, მაგრამ, მათ ქმედებას ხომ უნდა ჰქონოდა რაიმე მიზანი? ამის  შესახებ ბრალდებაში არაფერია  ნათქვამი. თუ არ არსებობს თანხების გაფლანგვის კონრეტული მიზანი, მაშინ გამოდის რომ საქმე არასწორი მუხლითაა დაკვალიფიცირებული. კომისიის სხდომებზე უგულისყურო ქმედება კი, სამსახურებრივი გულგრილობით კვალიფიცირდება,  რომელიც შედარებით მსუბუქი დანაშაულია. როგორც ჩანს, ეცოტავათ  სასჯელი და შემდეგ ბრალდება  დააკვალიფიცირეს თანხის გაფლანგვით. საქმის მასალებიდან ბრალდებულების ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება
 
-მაშინ, რა იყო მათი დაკავების მოტივი?

 ეს კითხვა დავსი  სასმართლოზე, პასუხად მივიღე, რომ საქმის მასალებში წერიაო, სინამდვილეში კი, საქმის მასალებში ამგვარი არაფერი წერია. ბრალდების მტკიცებით ამ გაადწყვეტილების მოტივი ფინანსური  სქემები იყო, რომელიც  რეალურად  არ  არსებობს, არც მომხდარა და  მათზე არაფერია ნათქვამი საქმის მასალებში.

-ბრალის წაყენების პროცესში თუ ჰქონდა რაიმე დარღვევას ადგილი?

ცხადია, რომ ჰქონდა. სასმართლოზე ოთხმა  ბრალდებულმა განაცხადა, რომ მათზე განხორციელდა საშინელი ზეწოლა, რათა აღიარებითი  ჩვენებები მიეცათ. რაც ხდება ეს შერჩევითი სამართალია. თუ გიგი უგულავას სასამართლო არანაირ აღკვეთ ღონისძიებას არ უფარდეს, რომელსაც გაცილებით მეტი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ, გაურკვეველია რა ხდება ამ შემთხვევაში და რატომ მიესაჯათ ამ პირებს წინასწარი პატიმრობა. ეს ადამინები  არიან  პროფესორები, დოცენტები და შეუცვლელი კადრები მექნიზაციის სფეროში. არ არსებობდა მათი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების არანაირი საფრთხე. დაკავებულები ფიქრობენ, რომ გახდნენ გაუგებრობისა და უსამართლობის მსხვერპლნი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC