კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ღობეების თაობაზე

3 ივნისი, 2013
 
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის იზიარებს საქართველოს შეშფოთებას რუსული ძალების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის გამო.

„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ ღობეების აღმართვა და მავთულხლართების გაბმა ხორციელდება საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა იენ პსაკიმ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც მას სთხოვეს ამ საკითხზე კომენტარი გაეკეთებინა.

„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას, რომ ღობეები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები