კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯეიმს აპატურაიმ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე ისაუბრა

4 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებულმა დაკავებებმა პოლიტიკური ელფერი არ შეიძინოს. 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებულ დაკავებაზე გააკეთა კომენტარი  და განაცხადა, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც ნატო ფიქრობს და ეს თემა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  ჩამოსვლისას აუცილებლად განიხილება.

აპატურაის განცხადებით, ნატოს არ სურს ჩერიოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამართლებრივ პროცესში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კანონთან თანხვედრაში იყოს.

„მეორე საკითხია, თუ როგორ იქნება აღქმული საქართველოში მაღალჩინოსნების დაკავებების პროცესი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს დანახული, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.ეს საკითხი მე დღეს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეც დავაყენე და მან ნამდვილად დამარწმუნა, რომ იგი არ ერევა სამართლებრივ პროცესებში და მაღალჩინოსნების დაკავებებიც პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ” - განაცხადა აპატურაიმ

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის თქმით, სასამართლო პროცესები უნდა იყოს  გამჭვირვალე, მონიტორინგის პროცესში ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება, რადგან ძალიან ცუდი იქნება, თუკი ეს პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას დატოვებს.

ახალი ამბები