კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია

10 ივნისი, 2013
 
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნების მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით, ვაკანტური ადგილები შემდეგმა კანდიდატებმა დაიკავეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე(159 ხმა); უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე (146 ხმა); თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ილონა თოდუა(153 ხმა); სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია (129 ხმა).

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, აქ ხმათა უმრავლესობით გავიდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი(168 ხმა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე(132 ხმა). პირველივე ტურში გაიმარჯვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე - გიორგი შავლიაშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი მომავალ კვირას აირჩევს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები