კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს

13 ივნისი, 2013
 
ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალისთვის ცნობილი გახდა მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილეების მიერ 2013 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეებში აღებული პრემიების შესახებ. აღნიშნული მონაცემების თანახმად, პაატა აბრამიშვილმა ამ სამი თვის განმავლობაში ზედიზედ, ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. თანხამ საერთო ჯამში   7 950 ლარი შეადგინა. ასევე,  ხელფასის  ოდენობის  პრემია აიღო,  მისმა  მოადგილე - თამაზ ენუქიძემ. 

ჩვენთან საუბარი მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა აბრამიშვილმა. რაიონის საკრებულოს თავჯდომარე, ისპანდარ ქერიმოვი  კი,  რომელიც უშუალოდ გასცემდა აღნიშნულ პრემიებს - გვიდასტურებს მათი გაცემის ფაქტს, თუმცა ინფორმაციის დეტალურად მისაღებად საკრებულოს აპარატთან  გვამისამართებს.  

მარნეულში თებერვალი-მარტი-აპრილის თვეებში გაცემული პრემიების საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ნინო ბერიძეს და საკრებულოს სხვადასხვა კომისების ხელმძღვანელებს ვესაუბრეთ. პრემიების გაცემის საკითხი მათაც დაადასტურეს. 

მანონ ბოკუჩავა,www.kkpress.ge  

ახალი ამბები