კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

14 ივნისი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი , www.media.ge
 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების ამსხველ კადრებთან დაკვაშირებით ამერიკის შეერთებული შტატების  გამოძიების ფედერალური ბიუროდან მიღებული პირველადი დასკვნის შესახებ განცხადება 13 ივნისს გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა არ არის ორიგინალი, დამონტაჟებულია და მასალას 25-ზე მეტი ზემოქმედების კვალი აქვს.

„რედაქტირებები განხორციელდა მიმდინარე რეჟიმში ე.წ კამერის რედაქტირებით ან/და შეიცვალა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ჩანაწერს გაუკეთდა ე.წ სტუდიური რედაქტირება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაში.

ირაკლი ფირცხალავამ სპეცოპერაციის ამსახველი კადრები, რომლის დროსაც რობაქიძე გარდაიცვალა, 2013 წლის თებერვალში გაავრცელა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა, რის შემდეგაც ჩანდა  დაჭრილი ბუტა რობაქიძე. 2004 წელს სპეცოპერაციის შემდეგ გადაცემა „პატრულში“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა, აღინიშნა, რომ ბუტა რობაქიძე ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა. 

ახალი ამბები