08:06, Wednesday, 01.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა

17.06.2013

 
ინტერპრესნიუსი

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა. როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს. 

თარგამაძის განცხადებით, მან ძალიან სწრაფად ჩაუქროლა 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანს: "მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღშფოთება გამოხატა, გელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ახალგაზრდასთან შევიდა კონფლიქტში. გამომდინარე თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან, კარგად იცოდა, რომ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის განლაგებული სათვალთვალო კამერები, გაიყვანა ახალგაზრდა ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც თავზე დაადო იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე ბოლო მომენტში მოზარდმა მოასწრო მოძრაობა და შესაბამისად, მას ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში. დაზიანება იყო საკმაოდ მძიმე. გიგი სვანი, დაახლოებით 22:30 საათზე, რესპუბლიკური საავამდყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიიყვანეს. მას ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, საჭიროებს მეორე ოპერაციას, თუმცა ამის შემდეგაც არსებობს დაინვალიდების საშიშროება".

მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ერიდებოდნენ გამოძიების მსვლელობაში ჩარევას და არ სურდათ რეაგირება "ყურმოკრული ამბის შესახებ". 

"დღეს აშკარაა, რომ გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. მეტიც, გამოჩნდა დაზარალებული ბებიის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ შსს ცდილობს კვალის დაფარვას, მათ შორის საავადმყოფოში. თავს მოვალედ ვთვლით, ჩავერიოთ და მოვახდინოთ საზოგადოების, მედიის და შესაბამისის სტუქტურების ინფორმირება",-განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი თბილისის ცენტრალურ გამზირზე დაიწყო, სადაც მრავლადაა სათვალთვალო კამერები, შეუძლებელია არ იკვეთებოდეს ეჭვმიტანილი. თუ მონაცემები წაშლილია, აუცილებლად უნდა დაისვას შსს-ს შესაბამისი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში გიგი სვანის ავადმყოფობის ისტორიას ასაიდუმლოებენ და ამბობენ, რომ იგი არქივშია გადაცემული. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ისტორია უნდა იქნას გამოთხოვილი არქივიდან, ხოლო თუ ის განადგურებულია, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისვას შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

"შსს-ს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობს შსს-ს ორგანოებში. გელაძის მიერ წელს შევსებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, სადაც სამუშაო ადგილად სწორედ შსს არის მითითებული, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით 1 ან 2 კვირის წინ დატოვა. დანაშაული მომხდარია დაახლოებით 3 კვირის წინ. შესაბამისად, ამ მომენტისთვის გელაძე იკავებდა შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას", -აღნიშნა თარგამაძემ. 

მისივე თქმით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ გიგი სვანის ოპერაციის საფასური დავით გელაძის მეგობარმა გადაიხადა და იგივე პიროვნება აპირებს მეორე ოპერაციის თანხის გადახდასაც. 

"გამომდინარე იქიდან, რომ დავით გელაძე არის შს კრიმინალური პოლიციის უფროსის დავით ბედიას ძველი თანამშრომელი და მეგობარი, მარჯვენა ხელი და დე-ფაქტო მოადგილე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თავად დავით ბედია არის ოდიოზური სოსო ალავიძის დეიდაშვილი, ხოლო შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ალავიძეს მარჯვენმა ხელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ შსს-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში კარგად ორგანზიებული დანაშაულებრივი კლანი მოქმედებს", - დასძინა თარგამაძემ.

პროკურატურა გიგი სვანის დაჭრასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, ყიფშიძის ქუჩაზე გიგი სვანის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო იმავე დღეს შსს თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში გიგი სვანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დანაშაულისათვის, რაც გთვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.  

"გატარდა  ყველა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება დანაშაულის გახსნის მიზნით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მოხელის სავარაუდო მონაწილეობა, საქმე დაიქვემდებრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 11 ივნისს დააკავა დავით გელას ძე გელაძე, შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი. გელაძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). 12 ივნისს თბილისის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, გელაძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 14 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ და ბრალდებულ გელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15.000 ლარის ოდენობით. თბილისის პროკურატურა გაასაჩივრებს სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. საქმეზე გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, სამართალდამცავებს ეკუთვნით მადლობა, რომ ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე სავარაუდო დამნაშავე გამოავლინეს. 

"იმ საზარელმა დანაშაულმა, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, შეძრა ქართული საზოგადოება. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. სამართალდამცველებს ეკუთვნით მადლობა, რომ ამ საქმეზე სავარაუდო დამანაშავე გამოავლინეს. რაც მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, სასამართლომ კი შეუფარდა გირაო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC