კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი - შსს-მ მიკაელ კადიევის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

19 ივნისი, 2013
 
შს სამინისტრომ მიკაელ კადიევის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია შს სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული განცხადებით, რომლის მიხედვითაც, კადიევი ტერაქტის მცდელობისთვის დააკავეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ  არაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდა ბრალად.

ომბუდსმენის განცხადებით, იგი დღეს აპირებს,  წინასწარ პატიმრობაში მყოფ მიკაელ კადიევს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდეს.
 
"მიკაელ კადიევს შევხვდები და გავეცნობი ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომელზეც იგი საუბრობს ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შს სამინისტრომ 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების დროს ცნობილი გახდა, რომ ორივე პირს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდათ.

ინტერპრესნიუსი 

ახალი ამბები