კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა გვარამიას პროცესზე ეკონომიკის ექსპერტი დაიკითხა

19 ივნისი, 2013
 სალომე ჩხეიძე
 
ნიკა გვარამიას პროცესზე,  ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა აუდიტორულ კომპანია „L & M  სერვისსა” და „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“-სა და „მტკვარი ენერეგეტიკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ მის მიერ გაკეთებული საექსპერტო დასკვნა წარადგინა.  მისი განცხადებით  ნამდვილად შეასრულა თუ არა  „L & M  სერვისმა” საკონსულტაციო მომსახურება, რისთვისაც თანხა გადაერიცხა, დოკუმენტაციიდან არ ირკვევა.

„საგადასახადო რისკები არც სიტყვიერად და არც რიცხობრივად არც ერთ დასკვნაში შეფასებული არ არის. ასევე,  საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩემთვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამოკვლევის შედეგად არ დასტურდება „L & M  სერვისის” მიერ ზემოაღნიშნული 3 კომპანიისთვის კონსულტაციის გაწევის ფაქტი, გარდა იმ დოკუმენტისა, სადაც მხოლოდ სიტყვიერად არის მითითებული, რომ „ L & M  სერვისის” წარმომადგენელმა, გიორგი ნემსიწვერიძემ აღნიშნული მომსახურება გასწია.   “ - განაცხადა ნიკოლოზ ბაკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით,  „თელასს“  სახელმწიფოსთან გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „თელასისა“ და „ხრამჰესი 1“, “ხრამჰესი 2“-და და „მტკვარი ენერგეტიკის“ ხელმძღვანელმა დევი კანდელაკმა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ, ალექსანდრე ხეთაგურს დახმარება სთხოვა, რის სანაცვლოდაც 1 მილიონ ლარს მიიღებდა. ეს თანხა ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე,   უნდა ჩარიცხულიყო, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ კომპანიის საგადასახადო რისკების შეფასებისა და კონსულტაციის ანაზღაურება. 

როგორც ბრალდების მხარე მიიჩნევს, ქრთამის აღების საქმეში ჩაერთო ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიაც, რომელიც დაუკავშირდა თავის ნაცნობ, გიორგი ნემსიწვერიძეს  და მის სახელზე დაარეგისტრირეს აუდიტორული კომპანია „L & M სერვისი“, რომლის ანგარიშზეც სულ მალე 1 მილიონი ლარი ჩაირიცხა. კერძოდ, კომპანია „თელასისგან“ 500 ათასი, „მტკვარი ენერგეტიკისგან“  400 ათასი, ხოლო „ხრამჰჯესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-სგან 50 ათასი-50 ათასი ლარის ოდენობით. 

ახალი ამბები