კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 ივნისი, 2013
 ინტერპრესნიუსი

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო ოლქის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე არჩევნების გაყალბების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.  

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, დანაშული გათვალისწინებული სსკ ის 164- 3 პრიმა მუხლით, ხოლო გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო N 35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გადმოგზავნილი მასალები. 
"2012 წლის 01 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა-გამომძიებელმა (ხაშურის განყოფილების უფროსი) ზვიად გრიგალაშვილმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ძალადობის გამოყენებით ხაშურის N35 საარჩევნო ოლქის N4 უბანზე უბნის დამკვირვებელს, არჩილ გოგალაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც არჩილ გოგოლაძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით", - აცხადებენ პროკურატურაში. 

მათივე ცნობით, 18 ივნისს ზვიად გრიგალაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.

ახალი ამბები