კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუნავას პროცესზე შსს-ს წარმომადგენლის დაკითხვისას სხდომა დაიხურა

19 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

საქალაქო სასამართლოში 18 ივნისს შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის,  თენგიზ გუნავას  სასამართლო პროცესზე დაზარალებული მხარის  - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი  მომწმის სახით დაიკითხა. მოწმე სახელმწიფო საიდუმლოებას შეეხო, რის გამოც ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლო სხდომაზე  მოწმის დაკითხვის ნაწილი დაიხურა. 

„2012 წლის სექტემბერში სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, თენგიზ გუნავამ მიითვისა სამინისტროს კუთვნილი  49 500 ლარი და 3 000 ტონა საწვავი“, - განაცხადა დაკითხვისას სამინისტროს იურიდიულ საქმეთა განყოფილების თანამშრომელმა ნინო წოწონავამ. 

იმის გამო, რომ საქმე  სახელმწიფო საიდუმლო დავალების შესრულებისას  თანხისა და საწვავის  გაცემას ეხებოდა,  ბრალდების მხარემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ახალი ამბები