კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიჯიტ ბრინკი - მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული

20 ივნისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ჩვენი ინფორმაციით, იმ ვიდეოკადრებზეა ასახული, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. 

"ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას,  გამოიძიონ ვიდეოფირები.  თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ,  დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოადგილემ. 

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები, თხოვნებიც არის იგივე -  ჩატარებული უნდა იყოს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. 

ამ თემაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ახალი ამბები