ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართავს
21.06.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, „მეტი სიფრთხილე და ზომიერება გამოიჩინონ როგორც მედიასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისას.“
ქარტია ამ წერილით ეხმაურება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის უკმაყოფილებას, რომელიც მოჰყვა როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას, ასევე ქარტიის წევრი ჟურნალისტების კომენტარებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იქნებოდა შს სამინისტროში ნაჩვენებ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე ასახული ადამიანების იდენტიფიცირება.
ქარტიის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ეს უკმაყოფილება ღიად გამოხატა ნეტგაზეთის რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა, მისი როგორც ჟურნალისტის პროფესიონალიზმი.
ამავე დროს, აღნიშნავს ქარტია, ნინო გიორგობიანმა საკუთარი პრეტენზიები ქარტიის განცხადებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან სატელეფონო საუბარშიც გამოხატა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დაინტერესდა ისეთი ინფორმაციით, რომელიც მის კომპეტენციას სცილდება და ქარტიის, როგორც ორგანიზაციის შიდა საქმიანობის შემადგენელი ნაწილია“, წერია მიმართვაში.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას