კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტრომ ახალი ფირები აღმოაჩინა

24 ივნისი, 2013
 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა  დღეს  დამატებით აღმოაჩინეს ოთხი  კასრი, სადაც იარაღთან ერთად ასევე ინახებოდა  ვიდეოფირები და დოკუმენტები.

მინისტრმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა, რომ კასრები სამეგრელოში არსებულ სამალავში იპოვეს, მისივე თქმით, მიმდინარეობს ამ ფაქტის შესწავლა და  საზოგადოებას ეცნობება დამატებითი ინფორმაცია.

სამართალდამცავმა უწყებამ  20 ივნისს ჟურნალისტებს დახურულ შეხვედრაზე უჩვენა რამდენიმე დღით ადრესამეგრელოში მიგნებულ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები  საპატიმროებში ადამიანების სასტიკი წამების შესახებ, რის საფუძველზეც მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელები  დააპატიმრეს.   მედიის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე ღარიბაშვილმა დადასტურებით განაცხადა, რომ ადამიანთა წამება გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, სხვადასხვა წლებში ხდებოდა.

მინისტრმა „რუსთავი 2“-ის წამყვანს  განუცხადა, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს კადრები სხვებსაც გააჩნდეთ, მათ შორის პოლიციის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით,    მზადდება კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არაუფლებამოსილი პირების 

მიერ  კადრების  ფლობისა და გავრცელებისთვის. მინისტრმა ტელეეთერში მათი ჩაბარებისკენ მოუწოდა,  რაც მფლობელებს სისხლის სამართღლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.

მინისტრის  თქმით, მისი უწყება  მუშაობს ადამიანთა სასტიკი წამების ამსახველი ფირების არალეგალური მფლობელების გამოსავლენად. ღარიბაშვილმა დარწმუნებით განაცხადა,  რომ ადამიანების წამება დამკვიდრებული პორაქტიკა იყო და ამ „სისტემური“ დანაშაულისთვის   ყოფილი ხელისუფლების მაღალი ეშელონები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.

Media.Ge-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განუცხადა, რომ მას ნანახი აქვს ასეთი კადრები, რომელიც პოლიციის თანამშრომელს მობილურ ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილი. Media.Ge-ს რესპონდენტის განცხადებით, მას პოლიციელმა განუცხადა, რომ ეს მასალა მან სხვა პოლიციელისგან გადაიწერა. ჟურნალისტის მიერ ნანახ კადრებში ნაჩვენებია, როგორ აწამებენ და აუპატიურებენ დაკავებულს  ქუთაისის (დასავლეთ საქართველო) პოლიციაში.

ახალი ამბები