კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნის

24 ივნისი, 2013
 
25 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის  („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“) ფარგლებში. 

ნესტან ლონდარიძე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. ზაზა აზარიაშვილს, რომელიც სამი ტომარა ცემენტის ყაჩაღური გზით მოპოვებისთვის არის გასამართლებული, აღენიშნება მძიმე დაავადებები, რის გამოც, საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება. ამასთანავე, მსჯავრდებული წამების მსხვერპლია.

პატიმრის ოჯახის ცნობით, ზაზა აზარიაშვილის წამების მიზეზი გახდა საპატიმროში უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმა, როცა მას პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას ფიზიკური ლიკვიდაცია დაავალეს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ამას ადასტურებს თავად ვახტანგ მაისაიაც, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.
   
„პატიმრობის შესახებ“ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლებას ავადმყოფობის  ან  ხანდაზმულობის გამო. ამავე  მუხლის მე-2 ნაწილში კი მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან  ათავისუფლებს. აზარიაშვილს ამ ნუსხაში ჩამოთვლილი რამდენიმე დაავადება აწუხებს.

პრესკონფერენციას დაესწრება ზაზა  აზარიაშვილის და, ასევე  -  ვახტანგ მაისაია, რომელიც მედიას მსჯავრდებულის წამებასთან დაკავშირებით მიაწვდის   ინფორმაციას. 

პროექტს „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ახალი ამბები