კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენეციის კომისიამ “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისის “ შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინა

25 ივნისი, 2013
 
 თამთა  თვალავაძე

საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მიერ  შექმნილი „მართლმსაჯულების  ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის”  შესახებ  მომზადებული კანონპროექტი   ვენეციის  კომისიამ 95-ე  პლენარულ   სხდომაზე განიხილა. 

ხარვეზების დამდგენი კომისია არასამართლებრივი ორგანოა. იდეა, რომელიც არასამართლებრივი  ორგანოს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების   შესწავლასა და  გამოვლენას  გულისხმობს, სადაო საკითხადაა შეფასებული   ვენეციის  კომისიის  მიერ.

კომისიის  დასკვნაში ვკითხულობთ: 

”ვენეციის  კომისიას  არ გააჩნია   პოზიცია  იმასთან დაკავშირებით,  იყო თუ არა საქართველოში ბოლო წლებში, სამართლიანობის  დარღვევა და ჰქონდა თუ არა  მას  სისტემური ხასიათი. შესაბამისად, კომისიას არც იმასთან დაკავშირებით აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, საერთოდ საჭიროა თუ არა დროებითი სახელმწიფო   კომისიის  შექმნა“ , - აღნიშნულია დასკვნაში. 

იმ ფონზე, რომ საქართველოში სიტუაცია პოლარიზებულია, სასამართლოს ეფექტურად მუშაობის მხრივ კი, კვლავ არსებობს  ხარვეზები, ვენეციის კომისიას, ყველა  კრიმინალური  საქმის ხელახლა გადასინჯვა, გარკვეული სირთულეების შემცველად მიაჩნია. 

ამის საფუძველზე ვენეციის  კომისიის  რეკომენდაციაა, რომ ხელახლა წარმოებულ  საქმეებზე  საბოლო  გადაწყვეტილება  სასამართლო ორგანოებმა უნდა  მიიღონ. გარდა ამისა,  კანონის   დასაწყისშივე  უნდა ჩაიწეროს, რომ   ”მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი  დროებითი კომისიის”  დასკვნის საფუძველზე  მოსარჩელეს  უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება. 

ქვეყანაში  კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით იუსტიციის  სამინისტრო „მართლმსაჯულების  ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო  კომისიის” შექმნის  ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ  გამოვიდა. კომისია სამი წლის  ვადით იმუშავებს. კომისიის შექმნის  კანონპროექტი  ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახით არსებობს და  პარლამენტში  წარდგენამდე  სამართლებრივად  უნდა დაიხვეწოს.

ახალი ამბები