კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტები მოქალაქეობაზე უარს ამბობენ

26 ივნისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

უკუმიგრირებული ეკომიგრანტები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ და ქვეყნის დატოვებას აპირებენ. პროტესტის ნიშნად მათ გუშინ, აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე სკვერში პასპორტები და პირადობის მოწმობები დაყარეს.

როგორც ეკომიგრანტი მევლუდ ვაშაყმაძე აცხადებს, არაერთი თხოვნის მიუხედავად მთავრობამ თავშესაფარი არ გამოუყო, რის გამოც პროტესტი ამ ფორმით დააფიქსირეს: „ჩვენ  ველოდით ხელისუფლებისგან დადებით პასუხს, დროებითი თავშესაფარი უნდა მიგვეღო. პასუხი კვლავ უარყოფითია. ვითხოვთ დროებით თავშესაფარს აჭარაში, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გაგვაჩნია. 45 დღეა აქ ვართ და გარდა იმისა, რომ კომისია შეისწავლის ჩვენს საკითხს, მეტი არაფერი კეთდება“.

ვაჟა იაკობაძე, ეკომიგრანტი: „ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, თუ არ მოგვხედავენ _ ნამდვილად დავტოვებთ საქართველოს“.

ეკომიგრანტები 16 სამარშრუტო ტაქსით ბათუმში 45 დღის წინ დაბრუნდნენ და მას შემდეგ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ისინი სტიქიის გამო, ხულოსა და შუახევის რაიონებიდან წალკაში  წლების წინ გადაასახლეს. ეკომიგრანტებს ის  სახლები, რომლებშიც ისინი წალკაში მთავრობამ ჩაასახლა, საკუთრებაში არ ჰქონდათ გაფორმებული. მათი დიდი ნაწილის მფლობელები, წლების წინ საბერძნეთში გადასახლდნენ. თუმცა ახლა  მეპატრონეები საბერძნეთიდან დაბრუნდნენ და  სახლები  უკან დაიბრუნეს. 

ახალი ამბები