კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

2 ივლისი, 2013
 
 სივილ ჯორჯია 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს თბილისის მერიის ოთხ მაღალჩინოსანს, რომელთაც ბიუჯეტის კუთვნილი 48.9 მილიონი ლარის მითვისება–გაფლანგვა ედებათ ბრალად, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 27 ივნისს დილით დააკავეს მერიის კიდევ 19 თანამშრომელთან ერთად; თუმცა, მოგვიანებით ისინი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს; მოგვიანებით იმავე დღეს ეს ოთხი თანამშრომელი კვლავ დააკავეს.

დაახლოებით მსგავსი რამ, გათავისუფლების და შემდეგ დაკავების კუთხით, რუსთავის სასამართლოშიც მოხდა, რადგან მოსამართლემ დააკმაყოფილა როგორც დაცვის მხარის, ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. 
  
თავდაპირველად მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ოთხივე მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით დააკავეს; შედეგად, მოსამართლემ ოთხივე პირის დაუყონებლივ გათავისუფლების განკარგულება გასცა. 

თუმცა,  მოგვიანებით იმავე დღეს მიღებულ ცალკე გადაწყვეტილებაში მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების განკარგულება გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის ოთხივე თანამშრომელი თბილისში დააკავეს, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსმენა რუსთავის სასამართლოში გაიმართა.

ამ გადაწყვეტილებას დაკავებულთა და ნაციონალური მოძრაობიდან მათი მხარდამჭერების, მათ შორის თბილისის მერის გიგი უგულავას პრეტენზიები მოყვა. მათი ვარაუდით, საქმე იმიტომ გადაეცა რუსთავის სასამართლოს, რომ გამომძიებლებს უფრო გაადვილებოდათ, როგორც მათ განაცხადეს, რუსთავის სასამართლოზე გავლენის მოხდენა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც საქმეს იძიებს, განაცხადა, რომ საქმის რუსთავის გამომძიებლებისთვის გადაცემა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მერიის ოთხმა დაკავებულმა თანამშრომელმა გამომძიებლებს თბილისში უნდობლობა გამოუცხადა; დაკავებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ზოგადად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას უცხადებენ უნდობლობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი საბანაძეს, რომელსაც ასევე აქვს წაყენებული ბრალი იმავე საქმეზე; გამომძიებლების თქმით საბანაძე საქართველოში არ იმყოფება.

ახალი ამბები