კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლის აქცია - „არ აწამო!“

1 ივლისი, 2013
 
თინათინ ჯაფარიძე

26 ივნისს, თბილისში, მშვიდობის ხიდზე, ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ინიციატივით, გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციის ლოზუნგი იყო - „არ აწამო!“.  

აქციის მონაწილეებმა წამების საწინააღმდეგო გზავნილები ფერად ფურცლებზე დაწერეს და ქაღალდის ნავით მტკვარში გაუშვეს.

ამ დღეს ადამიანის უფლებათა სახლი ყოველწლიურად აღნიშნავს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს წინა ხელისუფლების პირობებში, სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურად გამოიძიოს წამების ფაქტებთან დაკავშირებული ყველა საქმე. ამასთან, უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა უფლებების დაცვა და მათი რეაბილიტაცია.

„ჩვენ ვუერთდებით გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო  დღისადმი მიძვნილ აქციას და გვსურს წყალს გავატანოთ ის ემოციები და განცდები, რაც ამ წლების განმავლობაში წამების ფაქტებთან დაკავშირებით გაგვიჩნდა“, - ამბობს სოფო ტაბაღუა, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი. 

„ჩვენ ამ აქციით გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, ფხიზლად ვართ და ვახორციელებთ მონიტორინგს“. - ამბობს თამარ გაბისონია ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღმასრულებელი დირექტორი. 

 „ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ აქციით ყველაფერი დღეს დასრულდება. დღევანდელი ხელისუფლების წინაშე მთელი რიგი გამოწვევებია. ჩვენ ვავრცელებთ განცხადებას და მივმართავთ შინაგან საქემთა სამინისტორს ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე. გამოვლინდეს ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილე ყველა პირი და სახელმწიფომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მათ დასასჯელად. უზრუნველყოს როგორც მსხვერპლის, ასევე ბრალდებულთა და მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოება, დაიცვას ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ანონიმურობა, გამოძიების ბოლომდე“. - აღნიშნავს ალეკო ცქიტიშვილი,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე. 

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" შემდეგ ორგანიზაციებს აერთიანებს: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი", "კონსტიტუციის 42- ე მუხლი", კავშირი "საფარი", "ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია", "მედიის ინსტიტუტი".

ახალი ამბები