კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი სემინარები გაიმართა

2 ივლისი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

თბილისში,   ნორვეგიის  ჰელსინკის  კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში სემინარების პირველი რაუნდი გაიმართა. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის  უფლებათა ცენტრი“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. პროექტი აერთიანებს სამ მიზნობრივ ჯგუფს - ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სტუდენტებს.

27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისში გაიმართა სემინარები თითოეული მიზნობრივი ჯგუფისათვის. სემინარების თემა იყო „ადამიანის უფლებები როგორც მშვიდობის მშენებლობის ელემენტი.“

ნორვეგიის   ჰელსინკის  კომიტეტი აღნიშნულ პროექტს ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  სამხრეთ  კავკასიის  ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთში , აზერბაიჯანში , არაღიარებულ სამხრეთ  ოსეთსა  და  აფხაზეთში. მისი მიზანია  რეგიონში დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა,  კულტურათა შორის  თანამშრომლობა და შერიგებაში წვლილის შეტანა. პირველ წელს იგეგმება სასწავლო აქტივობები-სემინარები,  მომდევნო  წლებში კი,  საჯარო  დისკუსიები, შეხვედრები, ვებ-სემინარები და  ტელედებატები  გაიმართება. 

წელს დაგეგმილი სემინარების თემებია: კულტურათაშორისი თანხმობა და მშვიდობის მშენებლობა; გარადამავალი სამართალი და შერიგება. 

პროექტ „კოალიცია ნდობისათვის“ ერთ-ერთი კოორდინატორი ნინო ტლაშაძე პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა: „პროექტი "კოალიცია ნდობის აღდგენისათვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ვინაიდან ის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონალური სამშვიდობო კოალიციის შექმნას, რომლის წევრები იქნებიან როგორც ამ რეგიონის სამივე ქვეყნის სამოქალაქო აქტივისტები, ასევე არაღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც. კოალიციის მიზანია მოხდეს აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ქსელის შექმნა, რომლებიც შეიმუშავებენ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის ერთობლივ სტრატეგიას. მისი მნიშვნელობა იმით უფრო იზრდება რომ პირველივე სემინარმა გვიჩვენა ქართველი საზოგადოების მზაობა ჩაერთოს მსგავს პროექტებში და იმეგობრონ, ითანამშრომლონ აფხაზ და ოს კოლეგებთან თანასწორ დონეზე,“ - აღნიშნავს ნინო ტლაშაძე.

სემინარის მონაწილე ნათია ამირანაშვილი  ამბობს: „მომეწონა სემინარების ინტერაქციულობა, მონაწილეებს  გვიწევდა  სხვადასხვა პრაქტიკული დავალების  შესრულება. საინტერესო  იყო  საუბრები მშვიდობის ჟურნალისტიკაზე და მივიღე  ბევრი პროფესიული  რჩევა, რაც   ჟურნალისტურ საქმიანობაში დამეხმარება.“
პროექტის საბოლოო მიზანი არის შეიქმნას ძლიერი რეგიონალური პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან და ერთობლივად ეცდებიან ნდობის და მშვიდობის აღდგენას სამხრეთ კავკასიაში.                                                                                                        

ახალი ამბები