კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა არჩევნების თარიღმა არასამთავრობო სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

3 ივლისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა შეცვალოს. ამის შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. კახა კახიშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებული პრეზიდენტის აქტის გასაჩივრებისკენ მოუწოდა.

„პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა შეცვალოს. 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ისედაც ვიცით, რომ მისთვის კანონი არაფერს წარმოადგენდა. თუ თარიღს არ შეცვლის, საკუთარ ვადას დაასრულებს იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კანონდარღვევით დანიშნა. თუმცა, მე მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს საარჩევნო საკითხებზე, გაასაჩივროს პრეზიდენტის აქტი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც გამოცემულია „საარჩევნო კოდექსის“ ნორმების სრული იგნორირებით“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას საკითხზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებს: თუ კენჭისყრის დღე არასწორად დაინიშნა კანონის ნორმების უხეში დარღვევით, გამოდის, რომ მთელი პროცესი შემდგომში იქნება დარღვევით“.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, გარდა - საპრეზიდენტო არჩევნებისა. ამასთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსის“ მეექვსე მუხლში წერია, „მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა კახა კახიშვილმა განუმარტა, კანონის ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ არჩევნები შეცდომით დანიშნეს 31 ოქტომბერს, რადგან 31 ოქტომბერი ხუთშაბათი დღეა.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია „საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის ჩანაწერს "საკანონმდებლო ხარვეზად" მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს 31 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს.

როგორც ლომჯარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნორმა, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, იმდროინდელი ჩანაწერია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლად კვირა დღეს ჩატარებას კონსტიტუცია განსაზღვრავდა.

„ეს ჩანაწერი კოდექსში არსებობს იმ დროიდან, როცა კონსტიტუცია ადგენდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მაინცდამაინც კვირა დღეს. სწორედ მის შესაბამისად განისაზღვრა „საარჩევნო კოდექსში“, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლებოდა კვირის ნებისმიერ დღეს ჩატარებულიყო. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია აღარაა აღნიშნული ჩანაწერი და მასში უბრალოდ მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, „საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის ჩანაწერი, უბრალოდ, საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს, რადგან არც კონსტიტუცია და არც კოდექსი არ მიუთითებს კონკრეტულ დღეზე, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ვამბობთ, რომ კვირის ნებისმიერ დღეს არ შეიძლება ის ჩატარდეს, მაშინ იბადება შეკითხვა - რა დღეს შეიძლება მისი ჩატარება? - ამაზე პასუხი არ არის. შესაბამისად, "საარჩევნო კოდექსის" ჩანაწერის ისე წაკითხვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ კვირა დღეს უნდა დაინიშნოს და შაბათს ან ხუთშაბათს მისი ჩატარება არ შეიძლება, არასწორია, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსად წერია, რა დღეს შეიძლება გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებულება ძალაში უნდა დარჩეს, პარლამენტმა კი აღნიშნული ნორმის ან კორექტირება, ან „საარჩევნო კოდექსიდან“ მისი საერთოდ ამოღება უნდა მოახდინოს.

ახალი ამბები