კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე ჯოზეფ ქეი დაიკითხება

4 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის მოწმეთა სიიდან ამოღების თაობაზე, 3 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომის თავმჯდომარემ დაუშვებელ მტკიცებულებად მხოლოდ  ჯოზეფ ქეის 2013 წლის 15 თებერვლის დაკითხვის ოქმი სცნო და განმარტა, რომ დაკითხვა ქალაქ სტამბულში, საკონსულოში ჩატარდა და რადგან  საკონსულო არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას,  დაკითხვა არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ამჟამინდელ მერს, გიგი უგულავას, პროკურატურა საბიუჯეტო თანხებით „ნაციონალური მოძრაობის“ თვალთმაქცურ დაფინანსებას, კერძოდ, შპს "თბილსერვისჯგუფში" ნაციონალური მოძრაობის 750  აქტივისტის დასაქმებასა და მათთვის ხელფასის გადახდას ედავება. საქმის მეორე ეპიზოდი ტელეკომპანია "იმედს" შეეხება და თბილისის მერს სხვისი ქონების მითვისება და უკანონო ლეგალიზაცია ედება ბრალად, რაც პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას მიერ ტელევიზიის კანონიერი მესაკუთრისთვის,  ჯოზეფ ქეისთვის ტელეკომპანიის ჩამორთმევაში გამოიხატა.

ახალი ამბები