კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა

4 ივლისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს (კვირა) გაიმართება, როგორც ეს თავდაპირველად გამოცხადდა, ვიდრე ის 31 ოქტომბრით (ხუთშაბათი) შეიცვლებოდა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც 3 ივლისს პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ არჩევნების თარიღი, 31 ოქტომბერი, შეეცვალა ოქტომბრის ნებისმიერი კვირა დღით, რათა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა გაადვილებოდათ.

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რომ მას რომელიმე კონკრეტული თარიღზე „აკვიატებული“ არ ქონდა და რომ მან დაავალა ბარნოვს შეხვედროდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგელებს და მოესმინა მათი არგუმენტები.

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს  - არჩევნები გაიმართება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირა დღეს და სულ მალე ამას ოფიციალურადაც გავაფორმებთ - დღეს, ხვალ“ - განაცხადა ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ 3 ივლისს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 ივლისს თავდაპირველად არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი. თუმცა იმავე დღეს ადმინისტრაციამ განაცხადა რომ ეს თარიღი ტექნიკური შეცდომის გამო არასწორად გამოცხადდა და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდებოდა.

ახალი ამბები