2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს და მოისმინა მათი პრობლემები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს: ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე პოლიტიკური დევნილისა და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობას, მათ სამართლებრივ რეაბილიტაციას, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენისათვის ეფექტური და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას და სხვა.
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა საკითხების მოგვარების მიზნით სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.