კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილი ვანო მერაბიშვილისა და ლევან ვარშალომიძის დასჯას ითხოვს

9 ივლისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აფხაზეთიდან დევნილმა ჩიტო ყალიჩავამ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დასჯას ითხოვს. მომჩივანი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს 2006 წელს ბათუმში, სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილების უკანონო გამოსახლებასა და წლების განმავლობაში უსახლკაროდ დატოვებაში სდებს ბრალს. 
„ცხოვრების პირობები გაგვიქრეს, წყლისა და კანალიზაციის მილები გადაგვიჭრეს, ძალის გამოყენებით გამოგვყარეს. ამიტომ ვითხოვთ აჭარის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემას. დამატებითი სპეცრაზმი ჰყავდათ მოყვანილი სამეგრელოდან. რომ არა ვანო მერაბიშვილის ბრძანება, სამართალდამცავები ისე უსამართლოდ ვერ მოგვექცეოდნენ“, განაცხადა ყალიჩავამ.  
მომჩივანი დევნილი ტერმინ „კომპესირებული დევნილის“ გაუქმებასაც ითხოვს. ის თვლის, რომ კომპესაცია, რომელიც 7 ათასი დოლარის სახით დაურიგდათ მაშინ გამოსახლებულ დევნილებს, არასწორად იყო განაწილებული: „ზოგს საოჯახო ნომრები გაუერთიანეს, ზოგსაც ოთახების ოდენობა, რომ კომპესაცია კუთვნილზე ნაკლები გაეცათ“. 

ჩიტო ყალიჩავა აჭარაში დევნილთათვის გათვალისწინებული სასტუმროს _ „მესხეთის“ უკანონო პრივატიზაციაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ეს აჭარის მთავრობის უკანონო გადაწყვეტილება იყო. ყალიჩავა ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

ახალი ამბები