კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მუშაობის თაობაზე

11 ივლისი, 2013
 

2013 წლის 10 ივლისს  საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გამართა  სამუშაო საკოორდინაციო შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან  პრიორიტეტების, თანამშრომლობისა  და პარტნიორობის თაობაზე. 
  
ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს’’ დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა. 

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა, რომელშიც ასახულია ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. 
  
რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების  საკითხს. 
  
ასევე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 
  
სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის საქმიანობის გეგმები. საუბარი შეეხო ცენტრის სტრატეგიისა და 3 წლიანი სამოქმედი გეგმის შემუშავების საკითხს, ამ მიმართულებით რეგიონული ოფისების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ცენტრი გეგმავს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, საქართველოსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დროს დაშავებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებას. 
  
სახალხო დამცველმა სტუმრებს გააცნო ცენტრის ამჟამინდელი საქმიანობა და პრიორიტეტები და უპასუხა მათ კითხვებს.

ახალი ამბები