კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო ჰოსპიტალიდან „სანიმუშო მუშაკები“ გაათავისუფლეს

18 ივლისი, 2013
 
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

გორში მცხოვრები დები - ია და ლიკა ყოლბაიები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ერთდროულად გაათავისუფლეს. მათ დასახმარებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისს მიმართეს. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ყოლბაიებმა, 2013 წლის მარტსა და მაისში, პრემიები სანიმუშო მუშაობისთვის და წარჩინების მოტივით აიღეს. ხოლო ივნისში - ხელმძღვანელმა ირაკლი კურცხალიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

რა ხდება სამხედრო ჰოსპიტალში? ლიკა ყოლბაია ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკას გორელი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი, მისი მარჯვენა ხელი - დავით წეწვაძე და სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე დავით გოგიაშვილი აწარმოებენ.

ხელისუფლებაში მოსვლამდე თამაზ შიოშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას დაცვის წევრი იყო, ხოლო შემდეგ პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გორში ჩაუდგა სათავეში. 

სამართლებრივად, ლიკა და ია ყოლბაიები სამხედრო ჰოსპიტალის რეგისტრატურიდან და საქმის წარმოების განყოფილებიდან 2013 წლის 12 ივნისის ბრძანებით გათავისუფლდნენ. 

ისინი  ჰოსპიტალში შტატიან თანამშრომლად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯერ კიდევ მარტში, ლიკა ყოლბაიას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს იმ მოტივით, რომ მათი დანიშვნა ხელახლა მომხდარიყო. სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა ახალ ბრძანებაში მიუთითა, რომ ყოლბაიები დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულიყვნენ. 2013 წლის 12 ივნისს კი ჰოსპიტალის ,,რეორგანიზაციის საკითხი“ წამოიჭრა, რასაც სამსახურიდან დების გათავისუფლება მოჰყვა. ოჯახი კი, სადაც უკვე აღარავინ მუშაობს, შემოსავლის გარეშე დარჩა.

,,ჩვენი გათავისუფლება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა, სადაც წერია, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ეს გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს, ვიდრე ახალი შრომითი კოდექსი ამოქმედდებოდა. შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა 2013 წლის 12 ივნისს მოხდა , ხოლო ძალაში 1 ივლისიდან შევიდა“ - ამბობს ლიკა ყოლბაია.

მართლაც, ახალი შრომის კოდექსი 2013 წლის 4 ივლისიდან შევიდა ძალაში. ის დამსაქმებელს უკვე ავალდებულებს, რომ სამსახურიდან დასაქმებული დასაბუთებული გადაწყვეტილების და შესაბამისი მიზეზების მითითებით გაათავისუფლოს. 2013 წლის 12 ივნისის გათავისუფლების ბრძანებაში არავითარი მიზეზი არ წერია.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ წარმოდგენილ საქმის მასალებში და პირად საქმეებში აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალში მუშაობის პერიოდში დებს არავითარი საყვედური არ მიუღიათ.

,,ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე, როდესაც დავინიშნეთ, ჩვენ არავის ადგილზე მოვსულვართ. ანუ არ მომხდარა ისე, რომ ვიღაცა ჩვენ გამო გაეთავისუფლებინათ და მერე ჩვენ დავნიშნულიყავით. ახლა კი, ჩვენ იმის გამო გვათავისუფლებენ, რომ ჩვენს ადგილზე სხვების მოყვანა უნდათ“ - ამბობს ია ყოლბაია.

სამხედრო ჰოსპიტალში ჟურნალისტების შესვლა პრობლემურია. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“, მხოლოდ, ჰოსპიტლის ოფიციალურ დოკუმენტაციას ეყრდნობა. დირექტორის ბრძანება, რომელსაც ხელს ირაკლი კურცხალია აწერს წერია: 

,,საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის , ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის #297 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების მე-3 ნაწილის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 20 ივნისს დამტკიცებული ჰოსპიტლის საშტატო ნუსხის და სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულების დანიშვნის ბრძანების მიხედვით შეწყდეს შრომითი ურთიერთობა და განთავისუფლდეს კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების რეგისტრატორის თანამდებობიდან“ - აღნიშნულია განცხადებაში

ახალი ამბები