კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა

24 ივლისი, 2013

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

19 ივლისს, სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველო სახლში პარასკევის ტრადიცული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა. ლოცვა ქვემო ქართლის მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ აღავლინა. პროცესს მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწრო. ლოცვის პარალელურად სოფელში რამოდენიმე ადგილას მობილიზებული იყო   პოლიცია. ადგილზე  იმყოფებოდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გიორგი გუგუნაური და მისი მოადგილე. სამთაწყაროში ასევე თბილისიდან ჩასულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ლოცვის შემდეგ  ადამ შანთაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის არყოფნა გამოწვეულია იმით, რომ ისინი დაშინებულები არიან. "სამწუხაროდ ადგილობრივი მუსლიმები დღესაც არ მოვიდნენ. სტრესი და შიშის ფაქტორი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩამოსვლას და იმედი გვაქვს, რომ დაიძლევა ყველანაირი შიში. ჩვენ ვიყავით რამდენიმე მუსლიმის ოჯახში და მათ გვითხრეს, რომ თავს როცა იგრძნობენ უსაფრთხოდ მაშინ გამოცხადდებიან ლოცვაზე“ - ამბობს შანთაძე.

სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გულნარა ნადირაშვილი უარყოფს ყოველგვარი ზეწოლის ფაქტებს. მისი თქმით, მუსლიმებს ხელს არავინ უშლის ლოცვაში – "არასოდეს არ დაუშლია მოსახლეობას ვინმესთვის, რომ გამოსულიყვნენ და ელოცათ, უბრალოდ მრევლი არის ძალიან ცოტა. მუსლიმთა უმრავლესობა ქრისტიანული წესით მოინათლა და სოფელში მუსლიმები თითქმის აღარ არიან. ის რამოდენიმე პიროვნება კი,  ვისაც ლოცვის შესრულება უნდა, ამას საკუთარ სახლში აკეთებს. ამათ მრევლი არასდროს ეყოლებთ, თვითონ კი იარონ და ჩაატრონ ლოცვა, ამაზე პრობლემა და გართულება არც ადრე იყო და არც ახლა არ არის" -  განაცხადა გულნარა ნადირაშვილმა.

სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო ,რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა. ქრისტიანმა ჰერებმა და აჭარელი ეკომიგრანტების ნაწილმა, რომლებიც ასევე მუსლიმები არიან, ერთად ლოცვის მსურველ მუსლიმებს ამის შესაძლებლობა რამდენჯერმე არ მისცეს.

ახალი ამბები