კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ე.წ. სპაისები დაემატა

25 ივლისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას ე.წ. სპაისები დაემატა. ამ მიმართულებით "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა. 

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ცვლილება აღნიშნული კანონის N2 დანართში შევიდა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხას დაემატა ე.წ. სპაისები (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით): JWH-018, JWH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, GP-47, 497. 

საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანს ეკუთვნის. 

ახალი ამბები